


🗯️თემურ ჩხეიძემ ზუგდიდის თეატრში თავისი მოღვაწეობის ამსახველი კუთხე რომ დაინახა, კედელზე გაკრული ძველი აფიშის შექმნის ისტორია გაახსენდა:
〽️ “ამ აფიშის ესკიზი ჟანრი ლოლაშვილმა გააკეთა, მაგრამ არ დაგვიბეჭდეს, ასეთს არ ვბეჭდავთო, ჟანრი გაბრაზდა, მაგათი არაფერი მინდაო. საიდანღაც ლინოლიუმი მოათრია, ასოების ჩათვლით, ყველაფერი გამოჭრა და ბოლოს მაკეტს მხატვარ მიშიკო ჭავჭავაძესთან ერთად საღებავიც გადაუსვა.
მოკლედ, საკმაოდ ლამაზი აფიშა გამოუვიდა - შავზე თეთრი ასოებით. შემდეგ სხვა ეგზემპლარებიც გააკეთეს ბიჭებმა. ამას დიდი ამბავი მოჰყვა. ხმა გავრცელდა, ზუგდიდში უცნობი სტამბა აფიშებს ბეჭდავსო. ამის გამო ყველას დაგვიჭერდნენ, ამიტომ ბიჭებმა აფიშები ნამდვილ სტამბაში წაიღეს და ბეჭედიც დაარტყმევინეს, ვითომ იქ იყო დაბეჭდილი.
მერე მთელ ქალაქში გავაკარით, ოღონდ ჟანრიმ თითოეულის წარწერა სხვა ფრად გადაღება. სამწუხაროდ, იმ ღამით გაწვიმდა და აფიშებს საღებავი სულ ჩამოსცილდა...”.