top of page

გიორგი გუგუჩია სტუმრად ზუგდიდის თეატრში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც თეატრის წარსულსა და სამომავლო გეგმებზე მისმა ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი კაშიამ ისაუბრა. გამოფენილი იყო სხვადასხვა დროს ზუგდიდის თეატრში მოღვაწე მსახიობების პორტრეტები, კოსტიუმები და სპექტაკლების აფიშები. ზუგდიდის თეატრს დაარსებიდან 156 წელი მიმდინარე წლის აპრილში შეუსრულდა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სახელმწიფო რწმუნებულმა მიმართა, გიორგი გუგუჩიამ მადლობა გადაუხადა დასს მიღწეული წარმატებებისთვის, ასევე ისაუბრა ახალ თეატრზე რომელსაც ფონდი „ქართუ“ აშენებს. ახალ თეატრში ორი დარბაზი განთავსდება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე იქნება გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.
ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს გამართულ შეხვედრაზე, ისაუბრა უახლოეს გეგმებსა და პრემიერებზე. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ზუგდიდის თეატრი 3 ახალ პრემიერას წარმოგიდგენთ (სპექტაკლები: ინსპექტორის ვიზიტი, ყოველი წლის თებერვალში, სამანიშვილის დედინაცვალი).

  • alt.text.label.Facebook

©2024 by ზუგდიდის თეატრი - Zugdidi Theatre Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page